LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 მარტს, ჯანსუღ კახიძის ცენტრში, კინომუსიკის საღამო გაიმართება

200

მსმენელთა თხოვნით, 10 მარტს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი განმეორებით გაიმართება კონცერტი, რომელიც კინომუსიკას ეძღვნება.

პროგრამაშია მუსიკა სხვადასხვა, ყველასთვის საყვარელი კინოფილმებიდან – “დანკერკი“, “დიდი გასეირნება”, “კერკეტი კაკალი”, “შერბურის ქოლგები”, “ვარსკვლავური ომები”, “შინდლერის სია”, “ინდიანა ჯონსი”, რომლის ავტორებიც არიან ცნობილი კლასიკოსი და თანამედროვე კომპოზიტორები – ჰექტორ ბერლიოზი, ედუარ ელგარი, იან სიბელიუსი, მიშელ ლეგრანი, ჯონ უილიამსი.

კონცერტში მონაწილეობენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და ახალგაზრდა მევიოლინე თინათინ კობერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები