LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 რჩევა მათთვის, ვისაც მარტო მოგზაურობა უყვარს

416

თუკი განსაკუთრებული ადამიანი ჯერ არ გიპოვიათ, ან საქმიან მივლინებაში მიემგზავრებით, ან უბრალოდ გინდათ რომ გარკვეული დრო თქვენ თავთან გაატაროთ – იცოდეთ, რომ მარტო მოგზაურობა ეს სრულიად ახალი გამოცდილებაა. სახლში დარჩენა და იმაზე ფიქრი, რომ მარტო შესაძლოა მოსაწყენი იყოს – ნამდვილად არ ღირს და რამდენიმე რჩევის გათვალისწინებით მართლაც დაუვიწყარი დროის გატარებაა შესაძლებელი.

1. დარჩით მხოლოდ ისეთ ადგილებში, რომლებსაც პოზიტიური შეფასებები აქვთ

მანამ სანამ სახლს ან სასტუმროს დაჯავშნით, პატარა გამოძიება ჩაატარეთ და დარწმუნდით, რომ ნამდვილად სანდო ადგილს ირჩევთ. მომხმარებელთა შეფასებები დაახლოებით მაინც მიგახვედრებთ, თუ სად მიდიხართ, როგორი გარემოა, როგორი სამეზობლოა და სიურპრიზებიც ნაკლებად დაგხვდებათ.

2. უფასო Wi-fi

იმის მიხედვით თუ რომელ სეზონზე მოგზაურობთ, შესაძლოა ადრე დაღამდეს და ქუჩაში იმაზე ნაკლები დროის გატარება მოგიხდეთ ვიდრე გეგმავდით. სწორედ ამიტომ, დარწმუნდით, რომ ადგილს სადაც დარჩენას გადაწყვეტთ უფასო ინტერნეტი ქონდეს. ნომერში მარტო ყოფნის დროს wi-fi იმაზე მეტადაა საჭირო ვიდრე წარმოგიდგენიათ, ის მეგობრებთან კონტაქტში თუ შემდგომი დღეების სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

3. შეხვდით სხვა მოზგაურებს

სოლო მოგზაურობის მონოტონურობის დარღვევა სხვა ტურისტებთან თუ ადგილობრივებთან კონტაქტით შეიძლება. იმისდა მიუხედავად თუ სად მოგზაურობთ, თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს სხვადასვხა აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს ერთმანეთის პოვნასა და საღამოს სასიამოვნოდ გატარებაში ეხმარება. ეს აპლიკაციები საინტერესო ადამიანების მოძებნაში და ისეთი ფესტივალების აღმოჩენაში დაგეხმარებათ, რომლებიც ტურისტულ გიდებში ნახსენები არ არის ხოლმე.

4. ჭამა და დასვენება ერთმანეთს შეუთავსეთ

საკვების მიღების პროცესი ახალი ნაცნობობის გასაჩენად თუ უბრალოდ ოფიციანტთან სასაუბროდ საუკეთესო მომენტია, თუმცა ამ დროის დასასვენებლად და საფიქრალად გამოყენება შესაძლოა უკეთესიც იყოს.

5. დაიწყე დღე რაც შეიძლება ადრე

მარტო მოზგაურობის დროს კლუბებში ღამის გათენება თუ არ გხიბლავთ – მაშინ ძილში დროს ნუ დაკარგავთ. საინტერესო დანიშნულებების პოვნა ყველა ქალაქშია შესაძლებელი და თუკი მათ აღმოჩენას სისხამ დილით დაიწყებთ, იმაზე მეტის ნახვას მოასწრებთ ვიდრე გეგმავდით. დილით ადრე ადგომა ყველაზე ტურისტული ადგილების ნახვასაც უფრო სასიამოვნოს გახდის, რადგან ასეთ დროს მათ სიახლოვეს უფრო ნაკლები ვიზიტორია ხოლმე.

6. გააკეთე ისეთი რამ, რასაც სხვებთან ერთად არ გააკეთებდი

მარტო მოზგაურობა გამოცდილების მისაღებად საუკეთესო დროა. გაატარეთ მთელი დღე მუზეუმში ან უბრალოდ სანაპიროზე წოლაში. შეეცადეთ გარისკოთ და იმაზე თამამი იყოთ, ვიდრე ჩვეულებრივ ცხოვრებაში. გააკეთეთ ის რისთვისაც სხვა დროს ვერ იცლით ან ნაკლებად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ.

7. გადაიღე მილიონი ფოტო

სმარტფონი მოგცემთ იმის საშუალებას რომ ყველა თქვენი ნაბიჯი სამახსოვროდ შეინახოთ. ფოტოების სოც-ქსელში განთავსება კი სასიამოვნო მომენტის მეგობრებისთვის გაზიარების ტოლფასი იქნება.

9. სამოგზაურო დოკუმენტების ასლები მეგობრებს ან ოჯახის წევრებს დაუტოვეთ

აუცილებლად გამონახეთ დრო იმისთვის, რომ ახლობლებს დაუტოვოთ ფრენის მონაცემები, სასტუმროს ჯავშანი და იმ ადგილების სიაც კი რომელთა მონახულებასაც გეგმავთ. ამ გზით თქვენი მოგზაურობა ცოტათი უფრო უსაფრთხო გახდება და თავსაც უფრო მშვიდად იგრძნობთ.

10. შეადგინეთ აუცილებელი კონტაქტების სია

ეს რჩევა სავარაუდოდ, არამხოლოდ სოლო არამედ ყველა მოგზაურს ძალიან გამოადგება. შეადგინეთ სია, რომელიც თქვენს კონტაქტთან ერთად თქვენი ოჯახის წევრების ნომრებსა და იმ მონაცემებს გააერთიანებს, რომელიც შესაძლოა დაგჭირდეთ. მაგალითად, სიაში უნდა იყოს თქვენი ბანკის ნომერი, რომელსაც საკრედიტო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში დაუკავშირდებით.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები