LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 მილიონი ევრო თბილისის მეტროსთვის – ADB გვაფინანსებს

75

დღეს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 5-ის“ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი იქნება 12 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.

„აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის ათი წელია გრძელდება წარმატებული თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მეტროს ელექტრო გაყვანილობის და სავენტილაციო სისტემის გამოცვლა. პროექტის მთლიანი მოცულობა შეადგენს 14 მლნ 200 ათას ევროს, საიდანაც საქართველოს თანამონაწილეობა, დაახლოებით, 2.2 მლნ ევროა. ზოგადად, ჩვენი მთავრობის და თბილისის მერიის ამოცანაა, მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდეს სატრანსპორტო სფეროში და დღევანდელი პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

პროექტს 2018-2019 წლებში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქ თბილისის მერია და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განახორციელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები