LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 წლის ბიჭმა საკრედიტო ბარათი მოიპარა და ბალიზე დასასვენებლად გაემგზავრა

38

12 წლის სკოლის მოსწავლემ სიდნეიდან დედას საკრედიტო ბართი მოპარა და ბალიზე დასასვენებლად გაემგზავრა. ინფორმაციას გამოცემა „მირორი” ავრცელებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ბიჭმა წინასწარ იყიდა ავიაბილეთები, მოიძია ინფორმაცია მოგზაურობის შესახებ და გეგმაც შეადგინა. მან მოტყუებით გამოართვა ბებიას დოკუმენტები და სკოლის გაკვეთილების დროს ფრენაც დაგეგმა.

აეროპორტში 12 წლის მოზარდმა რეგისტრაცია მარტივად გაიარა, ის ჯერ პეტრაში გადაფრინდა, შემდეგ კი დენპასარში. თავად მოზარდი ამბობს, რომ გაოგნებული დარჩა, როცა აეროპორტში რეგისტრაციისას მას პრობლემები არ შეექმნა, ერთადერთი რაც მას მოსთხოვეს, პასპორტი და სასკოლო ბარათი იყო.

მშობლებმა შვილის გაუჩინარების ამბავი მას შემდეგ შეიტყვეს, რაც სახლში სკოლიდან დარეკეს და მშობლებს შეატყობინებს, რომ მათი შვილი გაკვეთილებზე არ გამოცხადდა. დედის თქმით, შვილმა ეს გადაწყვეტილება მასთან ჩხუბის შემდეგ მიიღო.

ცნობილია, რომ 12 წლის ავსტრალიელმა მოზარდმა ბალიზე 4 დღე დაჰყო და უმაღლესი დონის მომსახურებით და ვიპ-კლასის სასტუმროთი ისარგებლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები