LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ადამიანი, რომელმაც პოლიციელის დაწვა სცადა, გააფეტიშეს“- მიხეილ ყაველაშვილი

161
მიხეილ ყაველაშვილი ლაზარე გრიგორიადისი

უმრავლესობის წევრის, „ხალხის ძალის“ დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მსხვერპლი მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ბრალდებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც მისი თქმით, საკუთარ თავს უკვე აღარ ეკუთვნის.

ყაველაშვილის თქმით: „ფსევდოლიბერალურ საზოგადოებაში თუ ვინმე მათ აზრს არ ეთანხმება და მათ ე.წ. ბაბლს არ მიეკუთვნება, ადამიანადაც არ მიიჩნევენ. ბოლშევიკების დროსაც ასე იყო – მათი იდეოლოგიის პროპაგანდა მიმდინარეობდა და ის ყველას უნდა გაეზიარებინა“:

„რა განსხვავებაა დღეს, როცა პედაგოგები გამოდიან და 12-13 წლის ბავშვებს მოუწოდებენ, აქციებზე იარონ და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ; როცა ეს იდეოლოგია მოუწოდებს ადამიანებს, რომ ამხილონ საკუთარი მშობლები, თუ ფსევდოლიბერალურ ნარატივს არ ეთანხმება და ა.შ.? არაფერი, უბრალოდ, სახელებია შეცვლილი. ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილია. რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ადამიანი, რომელმაც პოლიციელის დაწვა სცადა, გააფეტიშეს. ის თავის თავს აღარ ეკუთვნის, მისგან გმირი შექმნეს“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

29 აპრილს ყველა უნდა გამოვიდეთ, რომ ეს ბავშვები გადავარჩინოთ – დაინახონ, თუ სად დგას მთელი საქართველო – მიხეილ ყაველაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები