LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18-20 იანვარს მთელ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

28

18 იანვარს დღის ბოლოდან 20 იანვრის დილამდე საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4–6-ბალიანი შტორმი.

ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დღეს დასავლეთ საქართველოში დღისით +15, ღამით +9 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში დღისით +3, ღამით +2 გრადუსი, ხოლო თბილისში – დღისით +4, ღამით +3 გრადუსი სითბო.

19 იანვარს დასავლეთ საქართველოში დღისით +10, ღამით +9 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში დღისით +8, ღამით +3, ხოლო თბილისში – დღისით +9, ღამით +3.

რაც შეეხება 20 იანვრის ამინდის პროგროზს, დასავლეთ საქართველოში დღისით +13, ღამით +7 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში დღისით +10, ღამით +2; ხოლო თბილისში – დღისით +10, ღამით +3 გრადუსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები