LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება

51

18 მაისს მსოფლიო მუზეუმების დღეს აღნიშნავს, საქართველოც არ იქნება გამონაკლისი. საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, მთელი კვირის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებები – გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება – 18 მაისს საქართველოს ყველა მუზეუმში ღია კარის დღე გამოცხადდება, სადაც ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება.

„18 მაისიდან დაწყებული, ერთი კვირის განმავლობაში როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონული მუზეუმები, ჩაერთვებიან აქციაში და საზოგადოებას შესთავაზებენ ძალიან საინტერესო, მრავალფეროვან საგამანათლებლო პროგრამებს, კულტურულ აქციებს, ახალ გამოფენებს, ისეთ ექსპოზიციებს, რომლებიც აქამდე ან საერთოდ არ გამოფენილა, ან ძალიან იშვიათად გამოფენილა. დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან საინტერესო კვირა იქნება.

ამას გარდა, მეორე წელია კულტურის სამინისტროს ინიციატივით მასშტაბური აქცია – „ღამე მუზეუმში“ ტარდება. 27 მაისს, ღამის პირველ-ორ საათამდე ყველა მუზეუმი იქნება ღია, დამთვალიერებლების შესვლა უფასო იქნება. მუზეუმები სპეციალურ პროგრამებს ამზადებენ, რათა პროექტები ოჯახებით მისული ადამიანებისთვის საინტერესო და რაც მთავარია, ინკლუზიური იყოს”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდსა და სამინისტროს „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები