LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 დღეში ჭკვიანმა კამერებმა თბილისში 80 ათასამდე დარღვევა დააფიქსირეს

45

11 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, თბილისში 79 168 ვიდეოდარღვევა დაფიქსირდა. დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა.

ყველაზე ხშირად მძღოლები შემდეგ წესებს არღვევენ:  „სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგანლიზაციის სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევას ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში ისეთი სახით მონაწილეობას, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან მოძრაობის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.“

ასევე ყველაზე ხშირად დაირღვა დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით გადაჭარბების წესი, რაზეც ჯარიმა 50 ლარია. და ასევე ხშირია კიდევ ერთი დარღვევა, რომელიც ასევე 50-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს და ეს არის მარეგულირებლი ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების დარღვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები