LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2015 წლის დეკემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა გაიზარდა

48

2015 წლის დეკემბრის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.2%-ით გაიზარდა და  ქვეყნის  მასშტაბით  55  418  ერთეული  შეადგინა.  ამის შესახებ ”ფორტუნას” საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

რაც შეეხება ამავე წლის წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 25.6%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა  როგორც  პირველადი  (28.4%-ით),  ისე  მეორადი  (24.9%-ით)  სარეგისტრაციო  ტრანზაქციების რაოდენობაში. 2015 წლის დეკემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი დაფიქსირდა 1.317 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს .

”აშკარაა,  რომ  წინა  წლის  იმავე თვესთან  შედარებით  გაიზარდა  უძრავი  ქონების  როგორც  პირველადი (31.6%-ით), ისე მეორადი  (4.9%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის დეკემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 10 644, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 44 774 ერთეული შეადგინა, ”- განაცხადეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

რაც  შეეხება  პირველად და  მეორად  სარეგისტრაციო ტრანზაქციებს  შორის თანაფარდობას,  წინა  წლის იმავე თვესთან  შედარებით  გაიზარდა  პირველადი  სარეგისტრაციო  ტრანზაქციების  წილი:  ა.წ. დეკემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 80.8%-ს მეორადი, ხოლო 19.2%-ს – პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2014 წლის დეკემბერში კი, შესაბამისად, 84.1% და 15.9%).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები