LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის ოქტომბრისთვის ეკონომიკურმა ზრდამ 5,7 % შეადგინა

31

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ოქტომბრისთვის ეკონომიკურმა ზრდამ 5,7 % შეადგინა, რაც რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

„სასიხარულო ამბავი, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა – წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრისთვის ეკონომიკური ზრდა 5,7 % გახლავთ, 10 თვეში კი 4,9%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეს არის რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგი. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად მეტი დინამიკა შევქმნათ ეკონომიკაში. დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმი, რომელიც ჩატარდა, ის პროექტები, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც იგეგმება, შექმნის გაცილებით უფრო მეტ დინამიკას და ჩვენ მომავალი წელი ყველა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაკეთებული პროგნოზით გველოდება კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვინაიდან წელს ჩვენ მათ მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ. მომავალ წელსაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროგნოზებს გავცდეთ დადებითი კუთხით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები