LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“2018 წლიდან ერთდროულად დაიქოქება ძალიან ბევრი პროექტი”

45

მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” გახსნაზე, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაგეგმილია ძალიან დიდი მასშტაბის ზრდა.

მისი თქმით, 2018 წელს ძალიან ბევრი პროექტი ერთდროულად დაიწყება. ეს კი მეტ სამუშაო ადგილს და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას განაპირობებს.

“მარტო 2017 წელს 36%-იანი ზრდა გვაქვს ინფრასტრუქტურის პროექტების მიმართულებით. 2016 წლის დანახარჯები ამ მიმართულებით, 970 მილიონი ლარის ფარგლებში იყო, ხოლო წლევანდელ წელს მილიარდ 350 მილიონი ლარის გადამეტებით დავასრულებთ, რაც 36-37%-იანი ზრდაა. ეს შესაძლებელი გახდა  ადმინისტრაციულიდანახარჯების შემცირებით და საფინანსო ინსტიტუტებთან ეფექტური მუშაობით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გაკეთდა ისე, რომ სოციალური მიმართულებით არათუ არ მოგვიკლია არც ერთი თეთრი, არამედ გავზარდეთ კიდეც ჩვენი დანახარჯები. 2018 წელს ძალიან ბევრი პროექტის ერთდროულად დაწყება იგეგმება. დღეს უკვე მომზადების პროცესი თითქმის დასასრულს მიუახლოვდა და 2018 წლის მეორე კვარტლიდან ერთდროულად დაიქოქება ძალიან ბევრი პროექტი, რომელოც სერიოზულ დინამიკას მოიტანს როგორც თბილისის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ პროექტების მთლიანი ჯამი, 2016  წლის ბაზასთან შედარებით, 89-90%-იან ზრდას გულისხმობს. ეს არის მილიარდ 800 მილიონზე მეტის ოდენობის დანახარჯები, რაც, დამეთანხმებით, არის ძალიან ბევრი ახალი სამუშაო ადგილი და კიდევ უფრო მეტი დინამიკა ქვეყნის ეკონომიკაში. რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად აისახება თითოეული ადამიანის ყოფაზე. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი იქნება ძალიან მზარდი დინამიკის, სერიოზული განვითარების წელი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები