LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის 500 ფეხბურთელი: World Soccer-მა საკამათო სია ჩამოწერა

39

ბრიტანულმა ჟურნალმა World Soccer-მა 2018 წლის 500 ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.

რეიტინგი მიეძღვნა მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატს, ამიტომ, პირველ რიგში, მოხვდნენ ფეხბურთელები იმ ნაკრებებიდან, რომლებიც 2018 წლის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე არიან გასულები.

იყო არჩევის სხვა კრიტერიუმებიც, მაგალითად, განიხილეს ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეების კანდიდატურებიც, რომლებმაც ამ სეზონში საკუთარი თამაშით აღფრთოვანება გამოიწვიეს. აგრეთვე, აქ არიან ფეხბურთელები, რომლებიც მნიშვნელოვანი ფიგურები იქნებიან ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე.

თუ ქვეყნების მიხედვით ავიღებთ, არგენტინას, ბრაზილიას, საფრანგეთს, იტალიასა და ესპანეთს რეიტინგში 20-ზე მეტი ფეხბურთელი ჰყავთ.

რაც შეეხება კლუბების მიხედვით წარმომადგენლობას, რეიტინგში ყველაზე მეტი მოთამაშე ჰყავთ – “ბაიერნს” (18), “რეალს” (16), “მანჩესტერ სიტის” (15), “ბარსელონას” (14) და “იუვენტუსს” (13).

ამასთან, World Soccer-ის ჟურნალისტები აზუსტებენ, რომ ნებისმიერი რეიტინგი სუბიექტურია და სიამ შესაძლოა დისკუსია გამოიწვიოს.

ვინ არიან ეს 500 ფეხბურთელი, მათ გვარებს აგერ ამ საიტზე ნახავთ:

World Soccer 500 – 2018 Edition Nationality List

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები