LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21-27 ნოემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი

41

გაიგეთ რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:

ვერძი

ამ კვირაში, პარტნიორთან პროფესიულ საკითხებზე კამათი მოგიწევთ. ერთ-ერთს გადაჭარბებული ამბიციების გამო, კონკრეტულ საკითხზე დიამეტრალურად საპირისპირო  აზრი აქვს და არ თმობს პოზიციებს. ამ დაპირისპირების მიღმა, შესაძლოა, სულ სხვა მიზეზი იმალებოდეს.

კურო

ნუ მოახვევთ თქვენს აზრებს პარტნიორს. იდეოლოგიური კუთხით განსხვავებული დამოკიდებულება გაქვთ, რაც შესაძლოა გაშინებდეთ კიდეც. მიუხედავად ამ ფარული დაძაბულობისა, ამ კვირის ბოლოს, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ იდეალურად ეწყობით ერთმანეთს.

ტყუპები

ტყუპებისთვის ეს კვირა სასარგებლო იქნება. თუ გეგმავთ ახალი სახლის, ნივთის ან მანქანის ყიდვას, ეს აუცილებლად  ამ კვირის განმავლობაში განახორციელეთ. ასევე, ამ კვირაში, თქვენი ინტიმური სიახლოვე უფრო მაღალ საფეხურზე ავა.

კირჩხიბი

ეს კვირა კირჩხიბის ნიშნებისთვის მონოტონური იქნება. ამ მოწყენილობისა და ერთფეროვნების შესაცვლელად, შეგიძლიათ სექსუალურ ფანტაზიებს გასაქანი მისცეთ. გარდა ამისა, სერიოზულ, ფილოსოფიურ თემებზეც ისაუბრეთ. ზოგჯერ, შიშველი სული, შიშველ სხეულზე უფრო სექსუალურია.

ლომი

ამ კვირაში პარტნიორთან ერთად კრეატიულ იდეებს გაიზიარებთ. რომანტიკულობა და ფანტაზიორობა თქვენს ურთიერთობას უფრო გაახალისებს. მხარი დაუჭირეთ ერთმანეთის გამომჟღავნებულ აზრებს და ნუ გააკრიტიკებთ, თუ რამე არაადეკვატური მოგეჩვენებათ.

ქალწული

თუ პაემანზე მიდიხართ, ნუ გექნებათ დიდი მოლოდინები. თქვენ უნდა მიხვდეთ, ფლანგავთ თუ არა დროს ფუჭად. მიუხედავად ამ ეჭვებისა და გაურკვევლობისა, გულის სიღრმეში მისადმი მიზიდულობას და ე.წ ქიმიას გრძნობთ. ჯობია გარისკოთ.

სასწორი

ფლირტი ისე ჩაგითრევთ, რომ საჭიროზე მეტს იტყვით პარტნიორთან. ზედმეტმა გულახდილობამ, შესაძლოა, უკეთესი შედეგიც მოგცეთ და ურთიერთობაში არსებული ფარული ეჭვებიც გაფანტოს. მეორე ნახევრის წაქეზებით, მაცდური გადაწყვეტილების მიღებაც მოგიწევთ.

მორიელი

დროა ურთიერთობაში ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. ორივემ უნდა მიიღოთ დროული გადაწყვეტილება. თუ ჯერ კიდევ არ გსურთ ერთად ცხოვრება და ამის გარეშეც თავს კარგად გრძნობთ, პროფესიული კუთხით მიმართეთ მთელი დრო და ენერგია.

მშვილდოსანი

დასახული მიზნის მისაღწევად მხოლოდ პარტნიორის თანადგომა საკმარისი არ იქნება. მიმართეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს, რათა ოცნება აიხდინოთ. ამ კვირაში ბევრ პოზიტივს ელოდეთ გარშემომყოფებისგან.

თხის რქა

კონკრეტული ადამიანი აკვიატებად გექცევად. ეს ძლიერი ლტოლვა ამ კვირაში გამომჟღავნდება. ნუ შეგრცხვებათ ემოციების გამოხატვის. თუ ის ადამიანი თავისუფალია, შანსი გაქვთ ეს კვირა გამოიყენოთ და პირველი ნაბიჯი გადადგათ. იღბალი თქვენს მხარეზეა.

მერწყული

თუ მარტო ხართ, მოულოდნელად საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. ხოლო თუ უკვე გყავთ პარტნიორი, მასთან რთული პერიოდი გაქვთ. ამის მიზეზი, გრძნობების დეფიციტი და არაგულწრფელობაა. თუ ფიქრობთ, რომ ურთიერთობაში ერთ-ერთი მხარე ნელ-ნელა გულგრილი ხდება, ჯობია დაასრულოთ.

თევზები

საინტერესო კვირა გელით. გააცნობიერებთ, რომ მეგობრისადმი სულ სხვა გრძნობები გაქვთ. ამაში საკუთარ თავს, ამ კვირაში გამოუტყდებით. ამ დამოკიდებულებას ისიც გრძნობს და შესაძლოა თავიდან შეგნებულად ყურადღება არ მიაქციოს, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერს ფარდა აეხდება.