LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 ივნისს თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალი გაიხსნა

48

21 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალი გაიხსნა. წარმოდგენილი იყო ა.კრეინის ორმოქმედებიანი ბალეტის „ლაურენსია“ პრემიერა, ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. საპრემიერო სპექტაკლში ლალი კანდელაკმა და ლაშა ხოზაშვილმა იცეკვეს. სპექტაკლი ვახტანგ ჭაბუკიანის ხსოვნას მიეძღვნა.

ღონისძიება, რომელიც 2 ივლისამდე გასტანს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ბალეტის ფესტივალის მთავარი მოვლენა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2-ის გამოსვლა იქნება. თბილისში ეს ამ დასის პირველი გასტროლია.

ფესტივალი 2 ივლისს საბალეტო გალა კონცერტით დაიხურება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ:  ნინო ანანიაშვილი, ალექსანდრ ვოლჩკოვი (დიდი თეატრი, რუსეთი), ელისა კარილო კაბრერა, მიხაილ კანისკინი (ბერლინის სტატბალეტი, გერმანია),ვიქტორია ჯაიანი, თემურ სულუაშვილი (ჩიკაგოს ჯოფრი ბალეტი, აშშ), ჩინარა ალიზადე, ვლადიმერ იაროშენკო (პოლონეთის ნაციონალური ბალეტი), ლალი კანდელაკი, ეკატერინე სურმავა, ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, იონენ ტაკანო, ფილიპ ფედულოვი, დავით ანანელი, ფრენკ ვან ტონგერენი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი).

საფესტივალო სპექტაკლებში მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო საბალეტო დასი  და  საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი, რომელსაც  მოწვეული დირიჟორი ალივტინა იოფე (რუსეთი) უდირიჟორებს.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან:

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, თიბისი ბანკი, პროექტი Check in Georgia,  ჰოლანდიის საელჩო საქართველოში და პირადად ელჩი, ბატონი იოჰანეს დაუმა.

კომპანიები: სასტუმრო „იოტა“, „ვისოლი“, „ბორჯომი“, Kikala Studio, UNICARD

საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია „იმედი“, რადიო „ფორტუნა“, ტელეკომპანია „არტარეა“, ჟურნალი „სითი“, ჟურნალი „ინდიგო“, „კვირის პალიტრა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები