LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 ივლისს გია მაისაშვილის დასახმარებლად ქართული შოუბიზნესი ერთიანდება

87

გია მაისაშვილი, როგორც მოგეხსენებათ, მძიმე სენს ებრძვის. მას საზოგადოების დახმარება სჭირდება, რადგან ოჯახმა ფინანსური რესურსი უკვე ამოწურა, მკურნალობის გაგრძელება კი აუცილებელია.

25 ივლისს, კუს ტბაზე, მისი დასახმარებელი კონცერტი გაიმართება, სადაც ქართული შოუბიზნესის უამრავი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. კაფე „Lake View“-ში დაგეგმილ საქველმოქმედო საღამოში, სახელწოდებით „თანადგომა გია მაისაშვილს“, მონაწილეობენ: ლელა წურწუმია, ლაშა ღლონტი, ანსამბლი „ალილო“, ნინი ბადურაშვილი, ეკა მამალაძე, მარიკო ებრალიძე, გიო ხუციშვილი, ნატალია ქუთათელაძე, მერაბ ვარდოსანიძე, ლიზა ბაგრატიონი, ანსამბლი „მუხამბაზი“, დათო არჩვაძე, ბენდი „სტუმრები“, „ლათინო ბოისი“, დათო გველესიანი. კონცერტს დუტა სხირტლაძე წაიყვანს.

ბილეთის ღირებულება გახლავთ 10 ლარი. მაგიდების კი, ორ პერსონაზე – 30 ლარი, 4 პერსონაზე – 100 ლარი, 6 პერსონაზე – 150 ლარი, 10 პერსონაზე – 250 ლარი.

ღირებულებაში შედის ბილეთის ფასი, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე tkt.ge, ასევე ფილარმონიის სალაროებში და კონცერტის ადგილზე.

საღამო 8 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები