LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 მაისი მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება – რა ღონისძიებები გველის ხვალ

294

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხვალ 11 საათიდან დაიწყება. 26 მაისი მთელი ქვეყნის მასშტაბით ვეფხისტყაოსნის თემატიკით იქნება დატვირთული.

შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლოზუნგით – „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“, ღონისძიებები თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში სახელმწიფოსთან ერთად, 80-მდე მეწარმე ,მათ შორის მეწარმეები პროგრამიდან ,,აწარმოე საქართველოში“

26 მაისს თბილისში გასამართი ღონისძიებების პროგრამა:

► თავისუფლების მოედანი
• ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია
12:00
• სამხედრო ტექნიკის გამოფენა
► რუსთაველის გამზირი
• საბავშვო კონცერტები
11:00 – 11:40; 12:30 – 13:10 ; 13:30 – 14:10; 14:30 – 15:30
• ვიქტორინა ვეფხისტყაოსნიდან
13:10 – 13:30 ; 14:10 – 14:30 ; 15:30 – 15:50 ; 17:40 – 18:00
• ელექტრონული მუსიკა
15:50 – 17:40 სთ და 18:00 – 00:00
• მხატვრების მიერ ფერწერული ტილოების შექმნა 12:00 – 16:00
• სოლიდარობის ფონდის დასახმარებლად ქართველი მხატვრების ნამუშევრების აუქციონი 17:00 და ვეფხისტყაოსნის თემატიკით აქსესუარების გაყიდვა


► რუსთაველის გამზირი 11:00 საათიდან 21:00 საათამდე:
• ტექნოპარკის სივრცეში წარმოდგენილები იქნებიან სტარტაპერები, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს შეასრულებენ თემატურად „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, გაიმართება გამოფენა/გაყიდვა
• საბავშვო არქეოლოგიური გათხრები
• ქვიშაზე ხატვა-ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებისა და სცენების ილუსტრირება
• ,,ქაჯეთის ციხი’’-ს კონსტრუქცია და საბავშვო სივრცე
• მონაწილეობა ეტრატის დაძველების პროცესში
• დიდი ზომის სამეფო ჭადრაკი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების ვიზუალით
• მიჯნურთა, რაინდობის და მეგობრობის ხეივანი
• „თავისუფალი გაკვეთილები“ ბავშვებისთვის – ზღაპრული სივრცე;
• სუხიშვილების ანსამბლის ბავშვების ფლეშმობი
• სასოფლო-სამეურეო პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა
• 80-მდე მეწარმის, ასევე კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
• სტარტაპერების ნამუშევრები „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაში
• იშვიათი სახეობების მცენარეებით ვეფხისტყაოსნის თემატიკის წარმოდგენა
• სათვალეები საქართველოს დაცულ ტერიტორიების ვირტუალურად დასათვალიერებლად
• ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მულაჟების გამოფენა;
• 3 არტ კაფე
• კონცერტი ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე
• ინსტალაცია „ვეფხისტყაოსნის“ უცხოური გამოცემები და „ანბანი“
• „ვეფხისტყაოსნის” გმირების ვირტუალური გაცოცხლება , პანტომიმის თეატრის და მოძრაობის თეატრის წარმოდგენები
• ძველი ქართული სამზარეულოს დაკარგული რეცეპტების გაცოცხლება
• ქუჩის არტი “ვეფხისტყაოსნის” თემატიკაზე
• სპორტული ღონისძიებები
• ეროვნულ მუზეუმში გამოფენა – 51 ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“
• საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონი : ინტელექტუალური თამაში, ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს – კამპანიის ფარგლებში მსურველების ჩაწერა, ლაივ სტუდიები რუსთაველის გამზირიდან, სპეციალური სტუდია, საიდანაც მოამბე პირდაპირ ეთერში გადაიცემა

►ვარდების მოედანი , 21:00 საათი
• გალა კონცერტი

➡ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უერთდება კერძო სექტორი სხვადასხვა, საბავშვო, გასართობი, შემეცნებითი და თემატური აქტივობით.
ასევე, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი იქნება მეწარმეების თემატური გამოფენა-გაყიდვა.

➡ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება ყველა თვითმმართველ ქალაქში

• სამხედრო ტექნიკის გამოფენა
• ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ორგანიზებული საბავშვო, გასართობი, სპორტული ღონისძიებები
• დასკვნითი კონცერტები
► მცხეთა
• სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ქართველი მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
• შერიგების სამინისტრო – ეთნიკური უმცირესობების ჩართულობით კონცერტი, საბავშვო ღონისძიებები, გამოფენები
► ფოთი
• განათლების სამინისტრო – პროფესიული სასწავლებლების კუთხე; თსუ-ს, ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიაუნის ბენდების კონცერტი
► გორი
• ევროინტეგრაციის სამინისტრო – უვიზო მიმოსვლის სიმულაციური სივრცე, წესების გაცნობა; საბავშვო გასართობი სივრცე
► ქუთაისი
• ენერგეტიკის სამინისტრო – ელექტრონული მუსიკის სივრცე თეთრ ხიდთან 14:00 – 00:00
► ზუგდიდი
• ჯანდაცვის სამინისტრო – საინფორმაციო, სანახაობრივი ღონისძიებები
• გარემოს დაცვის სამინისტრო – „იზრუნე გარემოზე“, საბავშვო გასართობი სივრცე
► თელავი
• შსს – პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“
► ახალციხე
• ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია – მე-12 საუკუნის გაცოცხლება რაბათის ციხეში 15:00 საათიდან, საბავშვო გასართობი სივრცეები.
► ოზურგეთი
• იუსტიციის სამინისტრო – საინფორმაციო, შემეცნებითი, საბავშვო-გასართობი პროგრამა
► ამბროლაური
• ინფრასტრუქტურის სამინისტრო – შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, საბავშვო სივრცე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები