LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს – რა სანახაობა ელით მოქალაქეებს

126

საქართველოს ხვალ, 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ქვეყანა ამ დღისთვის საგანგებოდ მოემზადა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიზღვნილი ღონისძიებების დეტალური პროგრამა გამოქვეყნდა.

მთავრობის ვებგვერდზე დედაქალაქსა და რეგიონებში ღონისძიებების აღნიშვნის ადგილი და დროა მითითებული.

26 მაისის სხვა ღონისძიებებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ინიციატივით დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირება დაიგეგმა, მას პრემიერმინისტრი მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად დაესწრება.

პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა.

ამ დღეს თავისულფების მოედანზე სამხედრო ფიცს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 366 რეკრუტი და 123 წვევამდელი დადებს.

თბილისის მერიის ღონისძიებები კი, 11:00 საათზე დაიწყება. გაიმართება კინოჩვენება, სადაც ძველი კინოთეატრის ინსცენირებაც მოხდება. ასევე მოეწყობა საბავშვო სივრცეები და სხვადასხვა სტუდიების კონცერტები. გაიმართება ყვავილების ფესტივალი.

დღის ბოლოს კი, დედაქალაქის მერიის ინიციატივით, საზეიმო ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება. კონცერტი 21:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები