LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 მაისს თბილისში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიმართება

105

2018 წლის 26 მაისს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის  გამოცხადებიდან 100 წლის აღსანიშნავად თბილისში, სასტუმროში Hotels & Preference Hualing Tbilisi ეკონომიკური ფორუმი გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ტარდება. ფორუმს საქართველოს, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები და  საქართველოს პრემიერმინისტრი გახსნიან. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას საქართველოს ბიზნესსექტორის გარდა, სლოვაკური და პოლონური ბიზნესდელეგაციის 100-მდე წევრი მიიღებს. ღონისძიებას დაესწრებიან ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ბელარუსიდან, სომხეთიდან,  თურქეთიდან და  უზბეკეთიდან.  ფორუმს 300-მდე სტუმარი ეყოლება, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

ეკონომიკური ფორუმის მიზანია, ევროპულ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის დიალოგის დამატებითი პლატფორმის შექმნა და საქმიან წრეებს შორის თანამშრომლობის განვითარება. ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზე. მათ შორის: ევროკავშირთან ასოცირება – გამოწვევები და შესაძლებლობები; ენერგო- უსაფრთხოება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; საქართველო და სამხრეთ კავკასია- პერსპექტიული სატრანზიტო არეალი; ბიზნესის კეთება საქართველოში; საქართველოსა და პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობები დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 100 წლის შემდეგ. ასევე, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. ასევე, ახალგაზრდულ პანელურ დისკუსიებზე ევროპის მომავალსა და ეკონომიკის ხვალინდელ დღეზე იმსჯელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები