LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 აბი „სუბოქსინი“ – თბილისში ერთი პირი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

113

სამართალდამცველებმა 1974 წელს დაბადებული ვ.ხ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,2330 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ ვ.ხ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები