LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

33 %-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში – NDI

31

NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა მოელის, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის, ასე კვლევაში მონაწილეთა 65% ფიქრობს.

56% მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრი აქტიურიიქნება, 48%-ის აზრით, ის მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავს, ასევე 48% კი ფიქრობს, რომ დეპუტატი მის ინტერესებს დაიცავს.

ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33 %-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.

კითხვაზე – ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში? – 65 %-მა იმ გამოკითხულებიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, სწორი პასუხი გასცა, 8% – არასწორი, ხოლო 25%-მა უპასუხა, რომ არ იცის. გამოკითხულთა 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±1.8%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები