LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა სინდრომი ჰქვია ამას? გეუბნები რომ შენ არ მიგულისხმიხარ-თქო და მაინცდამაინც საკუთარ თავზე იღებ – ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი“ – ბექა ოდიშარია გუშინდელ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს განმარტავს

222
ბექა ოდიშარია

„ჭიქაში ატეხილი  ქარიშხალი“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ გუშინ, პარლამენტში მისივე უცენზურო რეპლიკები შეაფასა და თქვა, რომ ეს გამონათქვამები „ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებული აბსოლუტურად არ ყოფილა“.

„გუშინ, ჭიქაში ატეხილი ეს ქარიშხალი ვფიქრობ, მე ძალიან მკაფიოდ განვმარტე, რომ აბსოლუტურად არ იყო კავშირი ქალთა კვოტირებასთან და არ იყო დაკავშირებული ჩემი თუნდაც პირად სივრცეში წარმოთქმული ბრაზი ამ საკითხთან, ეს არის ტყუილი, რომელიც ტირაჟირებულია პარტიული ტელევიზიების მიერ აქტიურად.

ნინო წილოსანი: „ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად… ძალიან ვწუხვარ ამ უხამსი კომენტარის გამო“

ვფიქრობ, რომ გუშინ ადამიანურად საკუთარ თავს, ღირსებასა და ჩემს მეგობრებს და აქ მსხდომ ყველა ადამიანს ვეცი პატივი და განვმარტე, თუ რა და როგორ იყო და არა იმ არხის მითითებით, რომლის დამფუძნებელიც ითხოვდა, [როგორ გავიმეორე არც კი ვიცი] მოეტანათ სტუდიაში ვიღაც- ვიღაცებს საკუთარი მშობლების რაღაც-რაღაცები იმისათვის, რომ მერე მას გარკვეული ძალადობა განეხორციელებინა.

ეს ვიდრე პრეზიდენტს უწოდებდა იმას, რაც უწოდა, ვიდრე აშშ-ის ელჩს უწოდებდა იმას რაც უწოდა, საპატრიარქოს, პატრიარქს, სინოდის წევრებს და ა.შ. მას შემდეგ, რაც მე ისინი ვამხილე იმაში, რომ ვითომდა ყოველგვარი ინსტრუქციის გარეშე იღებენ უზარმაზარ ფულს და საზოგადოებას ვამცნე რა პროპაგანდის ტირაჟირებაში აპირებენ მის დახარჯვას, ამის შემდეგ გამოიყენეს სპეცტექნიკა და წყლის დასალევად გასულს…

„კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში ან პრივატულად..“ – ზარქუა ოდიშარიაზე

კი ბატონო, ყველა შემთხვევაში მე ვთქვი ის, რაც ვთქვი და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ღირსების საკითხი იყო და რაც მთავარია, განვუმარტე იმ ადამიანებს ვინც აქ ბრძანდებიან, ჩემთვის ძვირფას საზოგადოებას.

რა არის ეს? რა სინდრომი ჰქვია ამას? გეუბნები რომ შენ არ მიგულისხმიხარ-თქო და მაინცდამაინც საკუთარ თავზე რომ იღებ, გიხარია, მაზოხიზმია, პოლიტიკური დღის წესრიგია, თუ რა უბედურებაა ვერ გავიგე რა.

ასევე ნახეთ

„შეძელით და თქვენი რუსული კანონის ინიცირება დაამთხვიეთ იმ კვირას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ყველაზე დატვირთულია ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ თქვენ ეს ხომ არ გაგაჩნიათ, არც ეროვნული და არც ევროპული“.

ეს არის კიდევ ერთი შანსი კიდევ ერთი ფუთფუთის, ტივტივის, პოლიტიკური დღის წესრიგის გახანგრძლივების…“ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე.

ინფორმაციისთვის, გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

პოპულალურები