LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„35-ე საფეხბურთო კლუბის“ პრეზიდენტი დაკავებულია

53

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე ა(ა)იპ „35-ე საფეხბურთო კლუბის“ პრეზიდენტი გოჩა ა. და მოქალაქე ვასილ მ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა გოჩა ა-მ მოქალაქე ვასილ მ-ს დახმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ა(ა)იპ „35-ე საფეხბურთო კლუბში“ ფიქტიურად გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 8 000 აშშ დოლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 25-221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები