LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც თანასოფლელს ყური მოაჭრა

278
დაკავება

ქარელის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა თანასოფლელს ყური მოაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ დოღლაურში მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.

გავრცელებული ცნობითვე, შემთხვევის დროს, დაპირისპირებული მხარეები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები