LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

36 წუთი მთელ თვეს უდრის: როდის უთანაბრდება ნეიმარისა და ფინალისტი გუნდის ხელფას

71

ნეიმარი 36 წუთში იღებს იმდენს, რამდენსაც “ლე არბის” საშუალო სტატისტიკური მოთამაშე ერთ თვეში.

გიგანტი ლილიპუტების წინააღმდეგ.

საფრანგეთის ჩემპიონი პსჟ ქვეყნის თასის ფინალში მესამე დივიზიონის კლუბ “ლე არბის” შეხვდა, ამ მოკრძალებული კლუბის წლიური ბიუჯეტი 2 მლნ ევროა, პარიზელების კი 540 მლნ.

“ლე არბის” ფეხბურთელების საშუალო ანაზღაურება 2.5 ათასი ევროა თვეში. პსჟ-ს ლიდერი და უძვირესი მოთამაშე ნეიმარი ამდენს 36 წუთში აკეთებს.
ნეიმარი წელიწადში 35 მილიონ ევროს იღებს.

პსჟ საფრანგეთის თასს სამი სეზონია ზედიზედ ეუფლება, სულ კი მეთორმეტედ მოიპოვა ეს ტიტული.

“სტად დე ფრანსზე” გამართული შეხვედრა 2:0 დასრულდა, გოლები ლო სელსომ და ედინსონ კავანიმ (პენალტით) გაიტანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები