LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ქართული ფილმი, რომლებიც ოსკარზე წარსადგენად იბრძოლებენ

372

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 4 ქართული ფილმი იბრძოლებს.

ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს შეერჩია 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს, ესენია:

 

„ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორები – ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)

 

„მძევლები” (რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი)

 

„საშიში დედა” (რეჟისორი ანა ურუშაძე)


„ლუკა”
(რეჟისორი გიორგი ბარაბაძე)

 

„რამდენიმე დღეში ეროვნული კინოცენტრი სპეციალური კომისიის წევრებს დაასახელებს, რომელთაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე საქართველოდან გამარჯვებული ფილმი უნდა გამოავლინონ. შერჩეული 4 ქართული ფილმის ჩვენება კომისიის წევრებისთვის 29-30 აგვისტოს გაიმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე საიუბილეო ცერემონიალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად მიიჩნევა, 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები