LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

42 710 ლარი თბილისში ნაგვის დაყრისთვის: ერთი თვის შედეგები

185

ერთი თვის განმავლობაში, (20 აპრილიდან 21 მაისის ჩათვლით) თბილისის ქუჩებში, ნაგვის დაყრისთვის 411 ადამიანი დაჯარიმდა.  როგორც “ფორტუნას” თბილსერვის ჯგუფში განუცხადეს, დაჯარიმებულებიდან 151 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

საჯარიმო თანხის ოდენობამ მთლიანობაში 42 710 ლარი შეადგინა.

საჯარიმო ოქმების უმეტესობა, თბილსერვის ჯგუფის ინსპექტორებმა, 2 კილოგრამამდე ნარჩენის დაყრაზე გამოწერეს. 2 კგ–მდე მეტი ნარჩენის გადაყრაზე კი 33 ადამიანი დაჯარიმდა.

დაჯარიმების ახალი სისტემა თბილისში 3 აპრილიდან ამოქმედდა, მანამდე თბილსერვის ჯგუფის ინსპექტორები მოქალაქეებს, ჯარიმების ამოქმედების შესახებ აფრთხილებდნენ.

ამ ეტაპზე თბილისში 10 ინსპექტორთა ჯგუფი გადაადგილდება, ისინი ძირითადად, ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობენ.

როგორც “ფორტუნას” თბილსერვის ჯგუფში განუცხადეს, ჯერჯერობით, ინსპექტორების დამატება არ იგეგმება.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები