LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

599: მესიმ კიდევ ერთ სტადიონზე გაიტანა, ბარსას პენალტი დაუდეს, ვალვერდე კი გვარდიოლას მისდევს

63

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ”ბარსელონამ” ”ლას პალმასთან” მატჩი ფრედ 1:1 დაასრულა. შესაბამისად გუნდის წაუგებელი სერია გრძელდება.

კატალოენიელთა მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობით ”ბლაუგრანა” უკვე 26 ტურია დაუმარცხებელია. ვალვერდე ამ მაჩვენებლით მეორე ადგილს იყოფს ლეგენდარულ ჰოლანდიელ რინუს მიხელსთან, რომელიც კატალონიელებს 1973/74 წლებში წვრთნიდა.

პირველ ადგილზე კი პეპ გვარდიოლაა, რომლის ხელმძღვანელობითაც „ბარსელონამ“ 2010-11 წლების სეზონში ლა ლიგის 31 მატჩი წაგების გარეშე ჩაატარა.

”ლას პალმასს” ის ერთი გოლი ლეო მესიმ გაუტანა. ეს არგენტინელისთვის კარიერაში გატანილი 599-ე გოლია (როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე).

მესიმ ”სტადიო დე გრან კანარიაზე” თავისი პირველი გოლი გაიტანა. ეს 36-ე არენაა, სადაც არგენტინელმა გოლის გატანა მოახერხა. ეს სარეკორდო მაჩვენებელია. მეორე ადგილზე ”რეალის” ლეგენდა რაულია, რომელსაც გოლები 33 სხვადასხვა სტადიონზე აქვს გატანილი.

მესიმ მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით და ამ მაჩვენებლით ტოპ 5 ჩემპიონატის ფარგლებში პირველ ადგილს იკავებს. მესიმ გადაასწრო ნეიმარს და ნაბილ ფეკირს, რომლებსაც 3 ზუსტი საჯარიმო დარტყმა აქვთ შესრულებული.

”ბარსელონას” კარში ბოლო 2 წლის განმავლობაში ლა ლიგაში ჩატარებული მატჩებიდან პირველად დაინიშნა პენალტი. მას შემდეგ, რაც საჩემპიონატო მატჩში ”ბარსას” კარისაკენ 11 -ეტრიანი დარტყმა დაინიშნა, 78 შეხვედრა გავიდა. „უპენალტო” სერია 2016 წლის 14 თებერვალს დაიწყო და აქამდე გაგრძელდა. ეს კლუბისათვის სარეკორდო მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ მადრიდის ”რეალს” პრიმერაში ასევე ორი მსგავსი სერია ჰქონდა. 1953/56 და 1969/72 წლების სეზონების განმავლობაში „სამეფო კლუბის“ კარში პენალტი ზედიზედ 88 მატჩში არ დანიშნულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები