LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დავლიოთ ყავა

550

მართალია, ბევრისთვის დილა პირველ რიგში ცხელ, არომატულ ყავასთან ასოცირდება, მაგრამ რამდენად სასარგებლოა ორგანიზმის დილიდანვე კოფეინით დატვირთვა – რთული სათქმელია, რადგან დიდი ხანია მეცნიერების დავის საგანია. თუმცა, კოფემანების გასახარად, ბოლო დასკვნებმა დაადასტურა, რომ დილის ყავას დადებითი თვისება უფრო მეტი აქვს, ვიდრე უარყოფითი.

  • დილის ყავა „აღვიძებს“ ნერვულ სისტემას
  • აძლიერებს კონცენტრაციის უნარს
  • ებრძვის მოთენთილობას და კანის ადრეულ დაბერებას
  • უნარჩუნებს ორგანიზმს მხნეობას, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ კი, აღადგენს კუნთოვან ბოჭკოს.
  • ამცირებს დეპრესიის და შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიისა და ინსულტის, პრკინსონის, ალცჰაიმერის დაავადების და სიმსივნის უჯრედების განვითარების რისკს.
  • ყავა შეუვლელი მეგობარია მწეველებისთვის.

 

რა თქმა უნდა, ყავას კეთილი სამსახურის გაწევა შეუძლია ორგანიზმისთვის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე აუცილებელ პირობას გაითვალისწინეთ:

  • დაილიეთ მაქსიმუმ 2 ჭიქა.
  • მიირთვით აუცილებლად რძესთან ერთად და შუნარჩუნოთ ორგანიზმს კალციუმის მარაგი.
  • ნუ დალევთ ყავას უზმოზე, რადგან ამ შემთხვევაში გამოყოფილი კუჭის წვენი, ცარიელი კუჭის კედლებზე ხვდება და ჯერ მის გაღიზიანებას, მერე კი, წყლულს იწვევს.
  • თუ ჰიპერთონია ან გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ უკეთესია საერთოდ შეიკავოთ თავი ყავის მირთმევისგან!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები