LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

67-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

146

67-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. მოსწავლეების ნაწილი სკოლის პედაგოგის გათავისუფლებას აპროტესტებს.

როგორც საპროტესტო აქციაზე მყოფი სკოლის მოსწავლეები აცხადებენ, სკოლაში დაძაბული სიტუაციაა. მათივე ინფორმაციით, მასწავლებლები 2 ჯგუფად არიან გაყოფილი. ნაწილი  სკოლის დირექტორს მხრობა, ნაწილი კი არა.

მათი განმარტებით, დირექტორმა გადაწყვეტილება პირადი ინტერესის გამო მიიღო.

“ვეწინააღმდეგებით ქალბატონ დოდო კეზუას სკოლიდან გაშვებას, ჩვენი ძველი ქიმიის მასწავლებლის. მართალია, ჩვენ მასთან შეხება არ გვაქვს, მაგრამ 4 წელი გვასწავლიდა და პატივს ვცემთ, ვიცით როგორი მასწავლებელია. მეორე ის არის, რომ საუბარი იყო სამ საჩივარზე, რომელიც მისი მიმართულებით იყო დაწერილი. მინდა, გითხრათ, რომ ბავშვები არანაირ ზეწოლას არ აღიარებენ მასწავლებლის მხრიდან და, თუ რაიმე ნეგატიური იყო დაწერილი, პირადად ჩემი და არის მე-8 კლასელი, ამ კლასში მოხდა ეს ინციდენტი და მაქვს ინფორმაცია, რომ ბავშვებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ დაეწერათ ის, რაც არ მომხდარა,“ – აცხადებს ერთ-ერთი მოსწავლე.

სამეურვეო საბჭოს წევრი მშობლები კი ამბობენ, რომ ქიმიის მასწავლებელი, რომლის გათავისუფლებაც იგეგმება, არაერთხელ არის შემჩნეული ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაში და ამის მტკიცებულებებს დისციპლინური კომიტეტი იკვლევს.

“ერთ ფაქტის მომსწრე პირადად გავხდი,  რა დღეში იყო ის ბავშვი, როდესაც ყვებოდა, როგორ სცემს ის მასწავლებელმა და როგორ სცემა მის კლასელებს. ის ბავშვი არის ეთნიკური აზერბაიჯანელი, მიაყენა მასწავლებელმა კლასის თანდასწრებით შეურაცხყოფა და უთხრა, რომ იგი თათრების ქორწილში არ ყოფილა და უნდა გაათხოვოს მეათე კლასელი ბავშვი, რათა თათრების ქორწილს დაესწროს,“ – აცხადებს 67-ე სკოლის მოსწავლის მშობელი, ნათია მახარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები