LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

67-ე სკოლის ყოფილი პედაგოგი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

49

თბილისის 67-ე სკოლის ყოფილი პედაგოგი, დოდო კეზუა, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

როგორც ის აცხადებს, გათავისუფლებასთან დაკავშირებით მას არც სკოლიდან და არც განათლების სამინისტროდან არავინ დაკავშირებია.

„არ მიმიღია არც დისციპლინური კომისიის თავმჯდომარისგან, არც სკოლის დირექტორისგან არანაირი გაფრთხილება ან წერილი, მხოლოდ და მხოლოდ ადვოკატმა მიიღო ბრძანების ფურცელი ოქმის გარეშე. არ ვიცი, რის საფუძველზე გამათავისუფლეს. დღემდე ბიულეტინზე ვიყავი და დღეს დამიხურეს სამედიცინო ფურცელი. ზოგიერთ კოლეგას მივმართავ, ხელს ნუ დააფარებენ ამ არაადეკვატურ, არაკომპეტენტურ, ცრუპენტელა დირექტორს,“ – განაცხადა კეზუამ.

რაც შეეხება გამოთქმულ ბრალდებებს მის წინააღმდეგ, დოდო კეზუა ამბობს, რომ „ეს ყველაფერი დადგმული იყო“.

„რკინის ქალამნებს ჩავიცმევ, რომ ვიპოვო ჩემი სამართალი. მივმართავ განათლების სამინისტროს, გამოაქვეყნოს აუდიტის დასკვნა. ივნისის შემდეგ სკოლაში მოკვლევა მიმდინარეობს. აუდიტი იყო შემოსული, დადო დასკვნა და რას ელოდებიან, მაინცდამაინც ადამიანები უნდა იმსხვერპლოს?“ – განაცხადა კეზუამ.

ის ასევე უარყოფს ეთნიკური ნიშნით მოსწავლის შეურაცხყოფას და აცხადებს, რომ შს სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ ინფორმაცია არა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები