LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ტალანტი: გიორგი ჩაკვეტაძე ევროპის მთავარ ტალანტებს შორისაა

100

საქართველოში ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატი მიმდინარეობს. ვინ იცის, იქნებ ქართულ მოედნებზე მსოფლიოს მომავალი ვარსკვლავები ბურთაობენ. მით უმეტეს, რომ მსგავს ტურნირებს არაერთხელ მიუციათ დიდი ფეხბურთისთვის დიდი ფეხბურთელები.

ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ Tuttosport-მა სტატია გამოაქვეყნა: 8 ტალანტი. სტატიაში საქართველოში მიმდინარე ჩემპიონატის მონაწილე გუნდებიდან თითო ფეხბურთელი გამოარჩიეს. ჩვენგან ამ საპატიო სიაში თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა.

8 ტალანტი, რომლებიც დიდ ფეხბურთთან ახლოს არიან:

გიორგი ჩაკვეტაძე (საქართველო) – მასპინძელი ქვეყნის, საქართველოს ვარსკვლავი უნდა გამოდგეს გიორგი ჩაკვეტაძე. 17 წლის ნახევარმცველი თბილისის „დინამოდან“.

სეად ჰაკსაბანოვიჩი (შვედეთი)
აიმენ ბარკოკი (გერმანია)
დიოგო დალო (პორტუგალია)
რაიან სესენიონი (ინგლისი)
გეორგი რუსევი (ბულგარეთი)
ფერდი კადიოღლუ (ჰოლანდია)
მიხალ სადილეკი (ჩეხეთი)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები