LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა აქუბარდია: „არ მგონია რაიმე საზეიმო ჰქონდეს ირაკლი კობახიძეს“

199
BeFunky-collage

„ეს იყო ძალიან მძიმე სანახაობა, რომლის მიზანი არ იყო ქვეყნის კანდიდატის სტატუსისთვის გარჯა,“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.

დეპუტატმა გადაცემაში „დღის თემა“ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის ჩავარდნა შეაფასა და თქვა, რომ ხელისუფლებამ მიზანს ვერ მიაღწია.

„ირაკლი კობახიძეს ჩაუვარდა ის ინიციატივა, რომელიც უნდოდა, რომ ბოლომდე მიეყვანა. ჩვენ პარლამენტში წინააღმდეგობა გავწიეთ, ამიტომ არა მგონია, რომ საზეიმო ბევრი რამ ჰქონდეს ბატონ ირაკლის ან ქართულ ოცნებას“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ირაკლი კობახიძე აქუბარდიას: „უზრდელობა არ გეპატიება.. მით უმეტეს „ნაციონალს“ – გაჩუმდი თეონა!

რაც შეეხება გადაცემა „დღის თემის“ კიდევ ერთ სტუმარს. მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ოპოზიცია კონსტიტუციის დამრღვევის მხარეს დადგა.

„მაღალი ლეგიტიმაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი უბრალოდ დავიდა კოლექტიური ნაცმოძრაობის პრეზიდენტობამდე. მან გაბედა კონსტიტუციის დარღვევა, რადგან იცოდა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა არ დაუჭერდა მხარს მის იმპიჩმენტს“ – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან ვერ გადააყენა. საკანონმდებლო ორგანოში იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას პარლამენტის 86-მა წევრმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი პარლამენტის 1 წევრი იყო.

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. კენჭისყრისას, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, “ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრების გარდა, “ევროპელი სოციალისტები”, “გირჩის” წევრები და დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდნენ. სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

„დღეიდან 1 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ის იქნება არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი“ – განაცხადა კენჭისყრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

 

პოპულარულები