LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წლის ბავშვის ცემის გამო მშობელს თავისუფლება 2 წლით აღუკვეთეს

85

8 წლის ბავშვის ცემის გამო მშობელი დააკავეს და 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მტკიცებულებებით დადასტურდა,  რომ  2017 წლის 24 იანვარს, ქ.თბილისში გლდანის  რაიონში დაახლოებით 12:00 საათზე, ვ.ლ.- მ 8 წლის შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც  ურტყამდა  სახის და ზურგის არეში. ვ.ლ.-ს  ქმედებით მცირეწლოვანმა გოგონამ  ფიზიკური  ტკივილი  განიცადა.

„სამართალდამცველებმა ვ.ლ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.  მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261 – მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ლ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთა  2 წლის ვადით განუსაზღვრა,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები