LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

93 კაცი ნაკრებში: ბოლივიას მწვრთნელი გაუგიჟდა

71

ბოლივიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე 93 ფეხბურთელი გამოიძახა.
შანსი ყველას ექნება.

ანხელ გილერმო ოიოსი ნაკრების მწვრთნელის რანგში ჯერ არ წამდგარა პუბლიკის წინაშე და შეიძლება ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ყველა ფეხბურთელი თავად ენახა საქმეში. შეკრებაზე იქნებიან 7 მეკარე, 27 მცველი, 34 ნახევარმცველი და 25 თავდამსხმელი.

ისე, საინტერესოა, რამხელა ბაზა აქვთ ბოლივიელებს, თუ დაატევენ ამდენ ხალხს. როგორი შედეგიც არ უნდა აჩვენოს გუნდმა, ეს კაცი უკვე შევიდა ისტორიაში. მომდევნო შეკრებზე კი შესაძლოა სრული მობილიზება გამოაცხადოს და უკვე ქალებს და ბავშვებსაც დაუძახოს.

ოიოსის პირველი მატჩი პირველ სექტემბერს უწევს: ბოლივია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში პერუს შეხვდება.
7 სექტემბერს კი ბოლივიელები ჩილესთან ითამაშებენ.

სხვათა შორის, ეს ოიოსი თავის დროზე, ანუ 2001-2006 წლებში „ბარსელონა B”-ში მუშაობდა, სადაც მაშინ ლიონელ მესი თამაშობდა.

CqNlXKKXEAEAa4l

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები