LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ნაციონალური მოძრაობიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან

97
ugumela

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები იკრიბებიან. ადგილზე მივიდნენ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

ისინი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯომარეს ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი.

გარდა ამისა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან, სადაც ნიკა მელიას საქმეზე პროცესია ჩანიშნული, პოლიტიკურ ვერდიქტს ელოდებიან, თუმცა მათი თქმით, გეგმავენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას მშვიდობიანი გზით აღუდგენენ წინ.

გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ როდესაც სახელმწიფო გადის კონსტიტუციური წესრიგიდან და სახელმწიფო უწყებები ერთ ადამიანს ემორჩილებიან – მის ხუშტურს და არა კანონს – ის, როგორც მოქალაქე, ვალდებულია დაიცვას საკუთარი თავი, ოჯახი, მეგობრები და ღირსება.

”ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ჟურნალისტებმა გეგმების შესახებ გახარიასა და გომელაურს უნდა ჰკითხოთ. ჩიხში არიან ისინი – ჩვენ ვართ შენობაში, ისინი იქნებიან გარეთ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, რვა წელიწადია ჩვენ ვართ გარეთ და ისინი შიგნით. არა ვართ გამაგრებულები, ჩვენ ვართ ოფისში და გამაგრეება სჭირდება იმას, ვისაც ნერვები არა აქვს წესრიგში და ასეთი ხელისუფლებაში ბევრი ჰყავთ. მათ არანაირი კანონიერი უფლება არ აქვთ აქ შემოსვლის, მითუმეტეს ჩხრეკის, ჩვენ ვართ კონსტიტუციით აღჭურვილები და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოძალადეს არ შემოვუშვებთ და თქვენ შემოუშვებდით თქვენს სახლში მოძალადეს? მოძალადე გინდა ფორმიანი იყოს და გინდა უფორმო – რა, დაგვავიწყდა, მხედრიონი რომ იყო? ფორმალურად ეს არის კანონის დარღვევა, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, იმიტომ რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უმაღლესი კანონი არის კონსტიტუცია. ახლა კონსტიტუცია ირღვევა და როდესაც სახელმწიფო გადის კონსტიტუციური წესრიგიდან და სახელმწიფო უწყებები ერთ ადამიანს ემორჩილებიან – მის ხუშტურს და არა კანონს – მე, როგორც მოქალაქე, ვალდებული ვარ დავიცვა ჩემი თავი, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და ჩემი ღირსება”. – განაცხადა, გიგი უგულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები