LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ა ქალი, ა პრეზიდენტი: ხორვატიის მეთაური ეკონომით მგზავრობს და ტრიბუნაზე ფანებთან ერთადაა (ფოტო)

317

ხორვატიის პრეზიდენტი დანიასთან მატჩზე ეკონომ კლასით ჩაფრინდა. და ჩვეულებრივ ფანებთან ერთად იჯდა.

გრაბარ-კიტაროვიჩი ვიპ-ლოჟაში არ ასულა და თანამემამულე გულშემატკივრებთან ერთად განიცდიდა მოედანზე მიმდინარე მოვლენებს.

 

„მინდოდა მეჩვენებინა, რომ მეც ისეთივე გულშემატკივარი ვარ, როგორც ყველა და მინდოდა გუნდისთვის მხარი ტრიბუნებიდან დამეჭირა. მაისური ჩავიცვი ეროვნული სიმბოლიკით. ვიპ-ზონის დრეს კოდი კი ამის გაკეთების საშუალებას არ მომცემდა. შევხვდებით სოჭში რუსეთთან მატჩზე“, – თქვა პრეზიდენტმა ქალმა თამაშის შემდეგ.

 

გრაბარ-კიტაროვიჩი მეოთხედფინალურ შეხვედრაზეც მივა, რომელსაც ხორვატები მასპინძელ გუნდთან შაბათს გამართავენ. ჯერ არ ზუსტდება მივა თუ არა თამაშზე პუტინი.


გრაბარ კიტაროვიჩი ხორვატიის პრეზიდენტი 2015 წლის თებერვალში გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები