LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარა ლატვიელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა

138

აჭარის საზღვაო კურორტები და ეკოტურისტული შესაძლებლობები ბალტიისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე ყურადღების ცენტრში მოექცა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები  ლატვიაში, რიგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “Balttour 2017“ წარადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდზე წარნოდგენილი აჭარის კუთხე ტუროპერატორებისა და ვიზიტორების სიმრავლით გამოირჩეოდა.

 

“Balttour 2017” ბალტიის ქვეყნებში უმხვილესი ტურისტული გამოფენაა, სადაც მიმდინარე წელს 850 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მსოფლიოს 41 ქვეყნიდან მონაწილეობდა. გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით არაერთი საქმიანი შეხვედრა გამართა სხვადასხვა ტურისტული და პიარ კომპანიების წარმომადგენლებთან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს პირველად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას ლატვიაში გეგმავს. დეპარტამენტი პიარ და მარკეტინგულ აქტივობებს აჭარის, როგორც მიმზიდველი ტურისტული ადგილის წარმოსაჩენად ლატვიაში გაზაფხულზე დაიწყებს.

პოპულალურები