LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში მიკროავტობუსი წყალმა წაიღო: მაშველებმა მგზავრები გადაარჩინეს

67

აჭარაში ხულო-გოდერძის საავტომობილო მონაკვეთზე, სამარშუტო მიკროავტობუსი ცენტრალურ გზაზე მოვარდნილმა წყალმა წაიღო და მდინარეში გადააგდო.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. შემთხვევის ადგილზე აჭარის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, მაშველებმა ოთხი მგზავრის გადარჩენა შეძლეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მიკროავტობუსის გამოყვანაც მოახერხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები