LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნური კუნძული ბათუმში – რა ეტაპზეა მშენებლობა

187
ხელოვნური კუნძული

“ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს”, – ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ბათუმი აილენდის პროექტის სამშენებლო სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე  გაეცნო.

“სამშენებლო სამუშაოებს „ამბასადორი ჯგუფი“ 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს. კუნძულის ნაპირსამაგრი სამუშაოების შედეგად უკვე შექმნილია 2 ჰა ტერიტორია ზღვაში. დასრულდა ზღვის ფსკერის გეოლოგიური და ბათიმეტრიული კვლევები. საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობდა საფრანგეთსა და თურქეთში. მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის მოდინებაზე დაკვირვება. „ამბასადორი ჯგუფი“ პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება. კუნძულზე იგეგმება მაღალი კლასის სასტუმროების, აპარტამენტების, გასართობ-გამაჯანსაღებელი სივრცეების, ვილების, საგანმანათლებლო დაწესებულების და იახტკლუბის განთავსება. კომპანიის მიერ განხორციელებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ბათუმის მერმა, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა დაათვალიერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები