LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ერთ წელიწადში ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ

59

ცხოვრებაში დგება ხოლმე მომენტი, როცა აბსოლუტურად არაფრის იმედი გვაქვს და გვგონია, აღარაფერი გამოგვივა. ჩვენს გარშემო არაერთი ადამიანია, ვინც საკუთარი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს – მაშინაც კი, როდესაც ადამიანს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, ან – ასაკი აღარ აძლევს საშუალებას, იცხოვროს ისე, როგორც ათეულობით წლების წინ… აღმოჩნდა, რომ მთავარია მონდომება და შესაძლოა, რამდენიმე თვეში მილიონერიც კი გახდეთ.

სინდი 49 წლის ასაკში გახდა მოდელი და საკუთარი ბიზნესი დაიწყო

189705-650-1453463639-6

ერთ დღეს სინდიმ გადაწყვიტა, გამხდარიყო ჭაღარა და Dolce & Gabbana-ს აგენტის ყურადღება მიიქცია, რომელიც მოდელს ეძებდა. ასე დაიწყო სინდი ჯოზეფის კარიერა.  იგი რამდენიმე ბრენდის მოდელი იყო, შემდეგ კი გადაწყვიტა, საკუთარი ბიზნესი დაწყო და შექმნა კანის მოვლის საშუალებები. სინდის ჯერა,რომ ნამდვილი სილამაზის საიდუმლო მხოლოდ ის არის, რომ საკუთარი თავით კმაყოფილი იყო ნებისმიერ ასაკში.

 

მოსკოველმა ტატუ-მასტერმა სიმსივნე დაამარცხა

189655-650-1453463639-1

ერთი წლის წინ მოსკოველმა ტატუ-მასტერმა, რინატ კარიმოვმა შექმნა გვერდი „ინსტაგრამზე“, სახელწოდებით „რინატი ლიმფომის წინააღმდეგ“. ის დარწმუნებული იყო, რომ დაავადებას აუცილებლად დაძლევდა და ასეც მოხდა, ლიმფომა 51 კვირაში დამარცხდა და მან ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ 86 ათას მიმდევარს აცნობა, რომ მან გაიმარჯვა

 

ახალგაზრდა წყვილმა წონაში ისე დაიკლო, რომ მათი ცნობა შეუძლებელი გახდა

190105-650-1453463639-ohya

ჯასტინ და ლორენ შელტონები ბედნიერად ცხოვრობდნენ, ისინი არც საკუთარ ჭარბ წონაზე ფიქრობდნენ. წყვილის ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ჯასტინი ავად გახდა და მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, მას თირკმელების ინფექცია დაუდგინეს.  აუცილებელი გახდა წონაში დაკლება, რადგან დიაგნოსტიკისთვის საჭირო აპარატურა ჯასტინის წონაზე გათვლილი არ იყო.  ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, სასწრაფოდ დაეკლოთ წონაში და ნახევარი წლის შემდეგ მათი ცნობა შეუძლებელი იყო.

 

ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი

190305-650-1453463639-3

1996 წელს წარმატებულმა ქალმა ჰეიდმარი შვერმერმა გადაწყვიტა, ნაღდი ფული გაჭირვებულებისთვის გაენაწილებინა და ერთი წელი ფულის გარეშე ეცხოვრა.  თავდაპირველად, ჰეიდმარი ფანჯრების მსმენდავად მუშაობდა, ასეირნებდა ძაღლებს და საკვებისთვის სახლებს ალაგებდა. ახლა ის 70 წლისაა და ლექციებს კითხულობს, როგორ ვიცხოვროთ მატერიალური ღირებულებების გარეშე.

 

ამ ქალმა მყვინთავის კარიერა 60 წლის ასაკში დაიწყო

190155-650-1453463639-512b6240054ee9_76027384

როდესაც ეუჯენი 60 წლის გახდა,  მიხვდა, რომ ბედნიერებისთვის აუცილებელი იყო, პროფესიონალი მყვინთავი გამხდარიყო. მან დაიწყო ვარჯიში და მალე საერთაშორისო შეჯიბრებებში იღებდა მონაწილეობას. ოჯახი მისი კარიერის წინააღმდეგი იყო, თუმცა შვილიშვილმა ბებიის მხარე დაიჭირა და მაქსიმალურად ეხმარებოდა. ეუჯენს მხოლოდ ერთი სეზონი დასჭირდა იმისთვის, რომ ფორმაში ჩამდგარიყო.

შერიმ საკუთარი ბიზნესი დაიწყო

190405-650-1453463639-4

ერთ დღეს შერი შმელცერმა, სამი შვილის 40 წლის დედამ ჰკითხა ბავშვებს, თუ სურდათ, საკუთარი ხელით მხიარული ნივთები შეექმნათ. გადაწყვიტეს, რომ კროქსების ნახვრეტებზე დეკორაციები გაკეებინათ. შერის ქმარმა, რიჩმა პატარა დიზაინერების ნამუშევრების გასაყიდად ვებგვერდი შექმნა და ასე დაარსდა მათი კომპანია Jibbitz 2005 წელს. 2006 წლის აგვისტოს მონაცემებით, გაყიდვებიდან შემოსული თანხა 2.2 მლნ დოლარი იყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები