LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანი, რომელმაც ამდენი რამ გაუკეთა ჩვენს ქვეყანას, არ არის ღირსი, რომ ერთი ხე ვაჩუქოთ?“

106

სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა 40 მეტრი სიმაღლის ასწლოვანი ხის ციხისძირის სანაპიროდან ურეკის დენდროლოგიურ პარკში გადატანას. ვრცელდება ფოტოები, სადაც ასახულია, როგორ გადააქვთ უზარმაზარი ხე ბარჟის საშუალებით. ბიძინა ივანიშვილს, რომლის დავალებითაც გადააქვთ ხე, ამის გამო სოცქსელში დიდი კრიტიკა შეხვდა.

ამ თემასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მრჩეველი, ოთო აბესაძე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს:

„მართლა გულწრფელად ვსვამ ამ კითხვას ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე. ხაზს ვუსვამ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე!!!

ადამიანი, რომელმაც:

განათლება:

  1. ააშენა სამების საკათედრო ტაძარი
  2. გაარემონტა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა თსუ 1-ელი კორპუსი.
  3. გაარემონტა კონსერვატორია
  4. გაარემონტა სამხატვრო აკადემია
  5. გაარემონტა პირველი კლასიკური გიმნახია
  6. აშენებს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს
  7. ააშენა ფრანგული სკოლა
  8. საქართველოში აშენა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა 36 სკოლა

ძეგლთა დაცვა:

  1. აღადგინა და რესტავრაცია ჩაუტარა 534 ტაძარს და ძეგლს.

კულტურა და მეცნიერება:

  1. ჯანსულ კახიძის მუსიკალური ცენტრის სრული რეკონსტრუქცია.
  2. ოპერისა და ბალეტის თეატრის სრული რეკონსტრუქცია
  3. თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია)
  4. შოთა რუსთაველის თეატრის სრული რეკონსტრუქცია
  5. მარჯანიშვილის თეატრის სრული რეკონტრუქცია
  6. გრიბოედოვის თეატრის სრული რეკონსტრუქცია
  7. თავისუფალი თეატრი
  8. მოზარდმაყურებელთა თეატრი
  9. თუმანიშვილის თეატრი
  10. მარიონეტების თეატრი
  11. მუსიკისა და დრამის თეატრი
  12. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
  13. ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმი
  14. აკაკი წერეთლის სახლმუზეუმი
  15. მაიაკოვსკის სახლმუზეუმი
  16. თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი
  17. დააფინანსა 20 ზე მეტი მუსიკალური ანსამბლი.
  18. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  19. ბოტანიკური ბაღი
  20. და ..

სახელმწიფო ადმინისტრაციული პროექტები:

  1. 2004-2007 წლებში მინისტრების და .. პირების ხელფასები
  2. ქართული ჯარის ყაზარმების რემონტი და ხელფასები.
  3. საპატრულო პოლიციის სრული ეკიპირება და დაფინანსება
  4. და ..

ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი გაუკეთა საკუთარ ქვეყანას, ჩვენს საქართველოს და ქართველ ხალხს, როგორც მინიმუმ იმის ღირსი არ არის, რომ თუნდაც ეს იყოს უბრალო ჰობი და მეტი არაფერი ერთი ხე, ხაზს ვუსვამ, ერთი ხე მაინც ვაჩუქოთ? როდესაც ადამიანმა პრაქტიკულად ისტორია გადაგვირჩინა? აღარაფერს ვამბობ მანიაკალური რეჟიმის დამთავრებაზე და .. უბრალოდ, წმინდა ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე ადამიანი, რომელიც ამდენ რამეს გაუკეთებს ქვეყანას და ხალხს, იმის ღირსი არ არის, რომ როგორც მინიმუმ თუნდაც ჰობის გამო და .. ერთი ხე, რაოდენ მნიშვნელოვანიც უნდა იყოს, უბრალოდ აჩუქოს ქვეყანამ, როგორც მინიმუმ მადლობის ნიშნად? არ გრცხვენიათ?

P.S. მე ვამბობ მადლობას !!!“ – აღნიშნავს განათლების მინისტრის მრჩეველი.

Untitled-1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები