LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანის დაბადების რიგითობასა და პროფესიის არჩევას შორის კავშირი არსებობს

43

ადამიანის დაბადების რიგითობასა და პროფესიის არჩევას შორის კავშირი არსებობს. ამ საკითხით ბრიტანელი სპეციალისტები დაინტერესდნენ და ჩატარებული კვლევის ფარგლებში დაადგინეს, რომ ის თუ რა თანმიმდევრობით დაიბადება ადამიანი ოჯახში – მის მომავალზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს.

მაგალითად, უფროსი ბავშვები როგორც წესი, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში მუშაობენ, ასევე ისინი  როკ-მუსიკითაც ხშირად ინტერესდებიან და მათგან ასტრონავტობაც არაა გასაკვირი. ხოლო, რაც შეეხებათ რიგით მეორეებს, ისინი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ხდებიან ხოლმე. მარკ ცუკერბერგი და ბილ გეითსი ოჯახში სწორედ მეორე ბავშვები იყვნენ. და ბოლოს, ფსიქოლოგებმა ისიც დაადგინეს, რომ უმცროსი შვილები უფრო მგრძნობიარეები და ემოციურები არიან და თავის ცხოვრებას ხელოვნების სფეროს უკავშირებენ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები