LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ADB -მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

116

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოქვეყნებული განახლებული „აზიის განვითარების შეფასების ანგარიშის“ (Asia Development Outlook) მიხედვით, ბანკმა 2018 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-დან 4.9%-მდე, ხოლო 2019 წლის პროგნოზი 4.7%-დან 5.0%-მდე გააუმჯობესა. აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება განპირობებულია მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდით 2018 წლის პირველ ნახევარში და ინვესტიციების ზრდით, რაც ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ კერძო სექტორისა და ინვესტორთა პოზიტიური განწყობის შედეგია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით, „ეს ანგარიში მიუთითებს იმ დადებით შეფასებაზე, რომელსაც ჩვენ გვაძლევს ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი და იმ პოზიტივზე, თუ როგორ უყურებს საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება საქართველოსა და მის მომავალს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები