LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილი, სადაც ოცნებები ხდება – როგორი იქნება სტამბოლის ახალი აეროპორტი (ვიდეო)

62

ადგილი, სადაც ოცნებები ხდება (The Place Where Dreams Come True) – ასე აანონსებენ ახალ აეროპორტს, რომელიც 2018 წელს სტამბოლში გაიხსნება.

თურქეთის უმსხვილეს ქალაქში ახალი აეროპორტის მშენებლობის შესახებ, კომპანიამ IGA საზოგადოებას აეროპორტის 3D ვიდეორგოლი უკვე წარუდგინა. ვიდეოში დეტალურადაა ნაჩვენები, თუ როგორი იქნება ახალი ობიექტი.

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში მშენებარე მესამე აეროპორტი თავისი ზომით და მასშტაბებით მსოფლიოში უდიდესი იქნება და ის წელიწადში 90 მილიონ მგზავრს მოემსახურება, თუმცა დროთა განმავლობაში მგზავრთა რაოდენობის 150 მილიონამდე გაზრდა იგეგმება.

სტამბოლის ახალ აეროპორტში, ტერმინალზე შესვლა ერთდროულად 114 თვითმფრინავს შეეძლება, ხოლო აეროპორტის მთელი ტერიტორია ერდროეულად 347 თვითმფრინავის განსათავსებლად იქნება მზად.

ცნობისთვის, სტამბოლის მესამე აეროპორტის გახსნა 2018 წლის 29  ოქტომბერს იგეგმება, ხოლო მშენებლობის სრულ დასრულებას 2022 წლისთვის გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები