LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება ლონდონში – დაშავებულია 30-მდე ადამიანი

57

ლონდონში აფეთქების შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Express იუწყება. აფეთქება სტემფორდ ჰილის რაიონში მოხდა, სადაც ებრაულ დღესასწაულს „ლაგ ბა-ომერს“ ზეიმობდნენ. ტრადიციულად, ამ დღესასწაულზე ებრაელები კოცონს ანთებენ. გამოცემა წერს, რომ საავადმყოფოებში 10 ადამიანი გადაიყვანეს, კიდევ ოც დაშავებულს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.

პოლიციის ინფორმაცით, შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ აფეთქების მიზეზი შესაძლოა დანაშაულებრივი ქმედებები გამხდარიყო, არ შესულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები