LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქების საფრთხის გამო კიევში მატარებლიდან 500-ზე მეტი მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა

35

კიევის სადგურიდან აფეთქების საფრთხის გამო კივი-ლვოვის მატარებლიდან 500-ზე მეტი მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის პოლიცია ავრცელებს.

“პოლიციაში უცნობმა პირმა დარეკა და სამარათალდამცველებს მატარებელში მოთავსებულ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე განაცხადა. მატარებლიდან, რომელიც ლვოვის მიმართულებით უნდა გამგზავრებულიყო, 530 მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა”- ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია, კინოლოგები და გამნაღმველები მუშაობდნენ, თუმცა მათ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები