LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აფხაზეთზე ისეთი სიმღერა იწერება, გული მიგრძნობს, მალე დავბრუნდებით…“

123

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტუდიაში გადაღებულ ფოტოებს და პოსტს იმის თაობაზე, რომ მალე აფხაზეთის შესახებ კარგი სიმღერის პრემიერა იგეგმება, რომლის ლექსის ავტორი თავად არის, მელოდია კი დავით არჩვაძეს ეკუთვნის. სიმღერას „ახალი კვარტეტი“, „თეატრალურის კვარტეტი“, მურმან ჯინორია და ნათია თოდუა შეასრულებენ.

პეტრე კოლხი წერს:

„აფხაზეთზე ისეთი სიმღერა იწერება, გული მიგრძნობს, მალე დავბრუნდებით…

ეს ლექსი ენგურს გაღმა და გამოღმა მყოფმა ქართველებმა ერთად უნდა იმღერონ, წესით… სანამ ეს იდეა განხორციელდება, მანამდე მადლობა მუსიკის ავტორ – ]დათო არჩვაძეს, „ახალ კვარტეტს“, „თეატრალურის კვარტეტს“, მთელი ერისთვის უნიჭიერეს მსახიობ მურმან ჯინორიას და გოგონას, რომელმაც მთელ ევროპას შეაყვარა თავი და სრულიად საქართველო – ნათია თოდუას…

ვერ მოვითმინე, არადა, საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები