LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფთიაქი საირმეზე მომხმარებელს მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისს სთავაზობს

1002

ცოტა ხნის წინ გახსნილი ”აფთიაქი საირმეზე” მომხმარებელს მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისსა და ექიმის უფასო კონსულტაციას სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” აღნიშნული აფთიაქის მენეჯერმა თინათინ ბოცვაძემ განუცხადა, ყოველ ხუთშაბათს მათ აფთიაქში მისული მომხმარებელი კვალიფიციური ექიმის რჩევებს სრულიად უანგაროდ იღებს, ოთხშაბათობით კი აფთიაქიში ფასდაკლების აქციაა, რომელიც სხვადასხვა მედიკამენტებზე ვრცელდება.

”ამასთან, ის, რაც სხვა აფთიაქებისგან გამოგვარჩევს – ეს მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისია, რომელიც თბილისის ცენტრალურ უბნებში 5 ლარი ჯდება, გარეუბნებში კი -6 ლარი ღირს”, – აღნიშნა თინათინ ბოცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ”აფთიაქი საირმეზე” მომხმარებელს მედიკამენტების, თავის მოვლის საშუალებების, ბავშვთა კვებისა და სხვა პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. ”ეს არის აბსოლუტურად სტანდარტული სახის აფთიაქი, თავისი შინაარსით, სადაც იყიდება ფარმაციასთან ასოცირებული ყველა დასახელების პროდუქტი, გარდა ონკოლოგიური და ფიქოტროპული მედიკამენტებისა”, – განმარტა აფთიაქის მენეჯერმა.

როგორც თინათინ ბოცვაძე ამბობს, ”აფთიაქი საირმეზე” არის უბნის აფთიაქი, რომელიც ამ კონკრეტულ უბანზეა მორგებული, სამომავლოდ კი ქსელის გაფართოებაც განიხილება.

”სამწუხაროდ, ჩვენს ქუჩაზე აქამდე აფთიაქი საერთოდ არ იყო, ამიტომაც გაჩნდა იდეა, ჩვენი საირმეს გორის მაცხოვრებლებისთვის ადგილზევე შეგვეთავაზებინა ფარმაცევტული მომსახურება. ვგეგმავთ, ახლო მომავალში ჩვენი აფთიაქის სახელით, დავიწყოთ ასაკში შესულ ადამიანებსა და სოციალურად დაუცველებზე განსაკუთრებული ზრუნვაც. ვაპირებთ, პენსიონერებისთვის ჩვენი ექიმის კონსულტაცია სახლში მისვლით იყოს უფასო და ექიმის დანიშნულ მედიკამენტებსაც მათ უანგაროდ გადავცემთ”, – განუცხადა ”ფორტუნას” თინათინ ბოცვაძემ.

ცნობისთვის, ”აფთიაქი საირმეზე” მიმდინარე წლის სექტემბერის ბოლოს გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები