LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აღშფოთებულთა მარში” – მიხეილ სააკაშვილი რადასთან საწვრთნელ ბანაკს ხსნის (ფოტოები)

172

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მომავალი კვირიდან უმაღლეს რადასთან „კარვების ქალაქის“ კიდევ უფრო გაფართოებას აანონსებს, რომელიც მისი თქმით, საწრთვნელი ბანაკი იქნება.

სააკაშვილის თქმით, ამ ბანაკში ადამიანები მშვიდობიანი დემოკრატიული მეთოდებით ბრძოლას შეისწავლიან.

„ხვალიდან აქ უკვე დამატებით ადამიანები შევლენ, რომლებიც მშვიდობიანი, დემოკრატიული ბრძოლის მეთოდებს შეისწავლიან. ახალი ადამიანები მზად იქნებიან მართონ სახელმწიფო ამათ ნაცვლად“, – განაცხადა სააკაშვილმა რადასთან გამართულ მარშზე.

მისივე თქმით, ორგანიზატორებს უკვე აქვთ ყველაფერი ასეთი ბანაკის ორგანიზებისთვის. სააკაშვილის განმარტებით, ასეთი ბანაკი დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს.

როგორც სააკაშვილმა მარშის მონაწილეებს უთხრა, საინფორმაციო ბლოკადის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ყველა რეგიონში საინფორმაციო ცენტრები გაიხსნება, რომლებიც საინფორმაციო ფურცლებს დაარიგებენ. უმაღლეს რადასთან კი, ყოველ კვირას სახალხო მარში გაიმართება.

სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააჟღერა საკუთარი წინადადება, 3 დეკემბრიდან უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ სახალხო იმპიჩმენტის დაწყების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები