LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს სამართლებრივი არგუმენტი ვერ ექნება – ირაკლი კობახიძე

73

“თვითმმართველობის შესახებ და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს სამართლებრივი არგუმენტი ვერ ექნება,” – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  მოსალოდნელი ვეტოს შესახებ კომენტარისას განაცხადა.  თუმცა, როგორც კობახიძემ განაცხადა, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ისარგებლებს თუ არა ვეტოს უფლებით.

„ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს, სამართლებრივი არგუმენტები მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია. თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები არის სამართლებრივ პრინციპებთან აბსოლუტურად თავსებადი და ეს უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებას. ასევე შემიძლია, ვთქვა საარჩევნო ადმინისტრაციის დაფინანსების წესთან დაკავშირებით – იყო უამრავი სირთულე დაკავშირებული ადმინისტრაციის ფორმირების წესთან. ჩვენ შევეცადეთ, რომ ადმინისტრაციის ფორმირების წესი შესაბამისობაში მოგვეყვანა სამართლებრივ პრინციპებთან. ამისათვის სახელმძღვანელოდ ავიღეთ პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპი და დაცულია პარიტეტი მმართველ ძალასა და ოპოზიციური პარტიებს შორის. ეს არის ძალიან სამართლიანი პრინციპი და აქედან გამომდინარე, სამართლებრივი არგუმენტები ვეტოს აქაც ვერ ექნება,“  – განაცხადა კობახიძემ.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გუშინ შეხვდა და, როგორც შეხვედრის შემდეგ ითქვა, ის ვეტოს შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

პოპულალურები